მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკონომიკის მინისტრი: პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს თავისი ნეგატიური მხარე აქვს

5c220893053ef
დავით ჯალაღონია
25.12.18 14:35
1028
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, საქართველოში დანაზოგებიდან შექმნლი ინვესტიციებია საჭირო. ამის შესახებ მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„კი ბატონო, ჩვენ გვჭირდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, მაგრამ ამავე დროს ამას აქვს თავისი ნეგატიური მხარეც. უცხოეთიდან ადამიანი რომ შემოდის, ფულს დებს, მაგრამ ამ ფულს რომ ჩადებს, რისთვის დებს? - იმიტომ რომ შემდეგ რაღაც გაიტანოს აქედან დივიდენდის სახით. ჩვენ დიდი რაოდენობით პირდაპირ ინვესტიციებს რომ ვაგროვებთ და შემდეგ, ის უცხოელები დივიდენდების გატანას რომ იწყებენ, ეს ჩვენს ბალანსზე უარყოფითად მოქმედებს. FDI არ არის პანაცეა. ჩვენ ასევე დანაზოგებიდან გაკეთებული ინვესტიციები გვჭირდება და ამისთვის არის კარგი საპენსიო რეფორმა“, - განაცხადა მინისტრმა.

ქვეყანაში არსებული გამოწვევების ჩამონათვალში ეკონომიკის მინისტრმა ასევე, საგარეო ვაჭრობა ახსენა.

„ჩვენ უნდა ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ ის, რომ თუ არ დავაბალანსეთ ექსპორტი და იმპორტი, ჩვენი ეკონომიკა ყოველთვის მოწყვლადი იქნება გარე შოკების მიმართ. ჩვენ უნდა გავიტანოთ ექსპორტზე უფრო მეტი. ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების შექმნა ერთ-ერთი უდიდესი პრიორიტეტია“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები