მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკონომიკის მინისტრი ქვეყანაში გაზის ახალი მიმწოდებლის შემოსვლას არ გამორიცხავს

5c544a48d6172
ანუკა ჯოხაძე
01.02.19 17:30
1257
წელს ბაზარზე, შესაძლოა, გაზის სხვა მომწოდებელი გამოჩნდეს,- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა. მისი თქმით, ბაზარზე კონკურენციისას გაზის ტარიფი თავადვე დარეგულირდება. ქობულია არ გამორიცხავს კონკურენციის პირობებში გაზის ტარიფის შემცირებასაც.

“ტარიფების მატება არ შეეხება მოსახლეობას. რაც შეეხება კომერციულ აბონენტებს, იქ შეიძლება მოხდეს განსაზღვრული მატება, არა დიდი, არამედ მატება, რომელიც ფარავს პრაქტიკულად ინფლაციას და კურსთა შორის სხვაობებს. ეს არის დამატებითი ტვირთი კომერციული ორგანიზაციებისთვის, ამ შემთხვევაში ჩვენი კანონმდებლობა არ არეგულირებს კომერციულ სუბიექტებს შორის ურთიერთობას. ჩვენ განვიხილავთ ენერგეტიკული ბაზრის საკმაოდ სერიოზულ პროგრამას, მათ შორის, გაზის ბაზრის დერეგულირებაზე, უფრო მეტი კონკურენციის შემოტანაზე.

ჩვენ ვთვლით, რომ წელს გვექნება სხვანაირი ბაზარი, როგორც გაზის მიმართულებით, ისე ენერგეტიკის კუთხით. მომხმარებელი შეიძლებს, იყიდოს გაზი არა ერთი მომწოდებლისგან არამედ აირჩიოს. ამ შემთხვევაში გაჩნდება კონკურენცია ბაზარზე. თუ აბონენტს აქვს საშუალება ამოირჩიოს - ერთისგან იყიდოს ან მეორისგან, შესაძლოა, ეს ტარიფი იყოს უფრო დაბალი”-აცხადებს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები