საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიას განცხადებით, ბოლო პერიოდში TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძესთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
ასე უპასუხა ქობულიამ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც TBC ბანკის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების პროცესში მინისტრის და ხაზარაძის შესაძლო კომუნიკაციას შეეხებოდა.
„კომუნიკაცია ბოლო ბერიოდში ხაზარაძესთან არ მქონია“, - განაცხადა მინისტრმა.
გარდა ამისა, ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა, პაატა ღაძაძის მიერ „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის პოსტის დატოვების მიზეზებით, კერძოდ, ხომ არ უკავშირდებოდა აღნიშნული საკადრო ცვლილება TBC ბანკის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას, რომლის საქმეშიც პროკურატურიის ვერსიით, ღაძაძეც ფიგურირებს, რაზეც მინისტრმა შემდეგი პასუხი გასცა:
„შესაძლოა, დროში დაემთხვა.. მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, დარწმუნებული ვარ, რომ ამას ადგილი არ აქვს. აქ, კერძოდ, რა ხდება „თიბისი ბანკში“ ასე დეტალურად ვერ ვადევნებ თვალ-ყურს და ამაზე დეტალურ კომენტარს ვერ გავაკეთებ. საქართველოში ბევრი კომპანიაა“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

























