მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკონომიკის მინისტრი საკანონმდებლო ცვლილებებს აანონსებს

5cb9e4ab074b2
ლიკა გურაბანიძე
19.04.19 18:23
1028
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში საკანონმდებლო წინადადებები მომზადდება, რომელიც რეგულაციების პროცედურების გამარტივებას მოიცავს.

„საუბარია იმ სერვისებზე, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო და სახელმწიფო ბიზნესს, მცირე და საშუალო ბიზნესს სთავაზობს. ჩვენ ამ თვალსაზრისით აქცენტი იმაზე გვექნება გაკეთებული, რომ სერვისები უფრო სწრაფად ახალი დინამიკით მარტივად და ხელმისაწვდომად განხორციელდეს,“ - აღნიშნა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო ბიზნეს სექტორთან კომუნიკაციაში კიდევ უფრო გახსნილი იქნება. მისივე თქმით, აქცენტი მცირე და საშუალო ბიზნესზე უფრო მეტად უნდა გაკეთდეს.

„საკანონმდებლო დონეზე დღეს ბევრი შემაფერხებელი ფაქტორი არ არსებობს, რადგან კანონმდებლობა მაქსიმალურად დერეგულირებული და თავისუფალია. ამისთვის ჩვენმა ეკონომიკურმა გუნდმა წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გააკეთა და საერთაშორისო რეიტინგები ამის დასტურია.

თუმცა, საუბარი არის კანონმდებლობით დადგენილი ისედაც მარტივი პროცედურების აღსრულების დაჩქარებაზე. უფრო ეფექტური აღსრულება, უფრო ეფექტური მენეჯმენტი და უფრო მეტი გახსნილობა. ჩვენი სამინისტრო ბიზნეს სექტორთან კომუნიკაციაში კიდევ უფრო გახსნილი იქნება.

ჩვენ მხოლოდ მსხვილ ბიზნესზე არ უნდა ვიყოთ კონცენტირერებულები. აქცენტი მცირე და საშულო ბიზნესთან კომუნიკაციაზე უნდა გადავიტანოთ.

არსებობს შესაბამისი ასოციაციები და ბიზნესგაერთიანებები და დარგობრივი გაერთიანებები. ვფიქრობ, რომ კომუნიკაციის და პრობლემების გაცნობის თვალსაზრისით ძირითადი აქცენტი მსხვილი კორპორაციებიდან მცირე და საშუალო ბიზნესზე გადავიტანოთ,“ - განმარტა ეკონომიკის მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები