მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკონომიკის მინისტრი ტურიზმის სექტორზე: ფინანსური მხარდაჭერის პაკეტზე ვმუშაობთ

5d13614986662
თათია ჩაფიჩაძე
26.06.19 16:11
890
რუსეთის ავიასანქციების გამო მოსალოდნელი შედეგების თავიდან აცილებისთვის, მთავრობა ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებაზე მუშაობს.

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა, რომ გამოწვევა დიდია და მუშაობა ფინანსური მხარდაჭერის პაკეტზეც მიმდინარეობს. ანტიკრიზისული გეგმის დეტალები ცნობილი კვირის ბოლოსთვის გახდება.

"უკვე შევხვდი მსხვილ ტურ-ოპერატორებს თბილისში, გუშინ ვიყავი აჭარაში და შეხვდი პირველ რიგში რიგით მოქალაქეებს, იმიტომ რომ იქ ყველა ჩართულია ამ ინდუსტრიაში. ასევე შევხვდი ბათუმში ადგილობრივ ტურ-ოპერატორებს და სასტუმროებს. დღეს მოგვიანებით შეხვედრა მაქვს კომერციულ ბანკებთან, იმიტომ რომ მათი როლიც დიდია სასტუმროებისა და ტურიზმის დაფინანსების პროცესში. მოგვიანებით ასევე მექნება შეხვედრა ბრენდირებულ სასტუმროებთან.

იკვეთება სურათი, რომ გამოწვევა დიდია და რაოდენ დივერსიფიცირებულიც არ უნდა იყოს ჩვენი ბაზარი, რუსი ტურისტების წილი საკმაოდ დიდია. აქედან გამომდინარე ვერ ვიტყვით, რომ ეს არ არის პრობლემა, საუბარია დაახლოებით 750 მლნ აშშ დოლარის შემოსავლზე, რასაც ველოდებოდით წლის ბოლომდე და ჩვენ ვმუშაობთ იმ გზებზე, თუ როგორ შევამსუბუქოთ ეს მოსალოდნელი შედეგი, თუკი დადგა.

ასევე ბიზნესიდან მოდის მოთხოვნა, რომ დავყოთ პოლიტიკური და ადამიანური ურთიერთობები, იმიტომ რომ ჩვენ არ გვახასიათებს ამის აღრევა, ასევე გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მათ შორის რუსი ტურისტები ბაზარზე. ამისთვის მთავარია ვთქვათ რაც სიმართლეა, რომ საქართველო არის უსაფრთხო ადგილი და ამაში ყველა ჩართულია. ამას მეტყველებს ჩვენი რეიტინგები, ჩვენი ცხოვრების წესი, მენტალიტეტი და ის, რომ ჩვენ ყველასთვის გახსნილები ვართ. გარდა ამისა, მოგვიწევს გარკვეული წერტილოვანი ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერის პაკეტზეც ვმუშაობთ და კვირის ბოლომდე სრული ხედვა გვექნება", - განაცხადა ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები