ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მამუკა ხაზარაძისთვის პროკურატურის მხრიდან ბრალის წარდგენასა და მის მიერ სამოქალაქო მოძრაობის ჩამოყალიბებას შორის პარალელის გავლებას უადგილოდ მიიჩნევს.
“გამოძიება ბევრად უფრო ადრეა დაწყებული, ვიდრე ბატონმა მამუკამ (ხაზარაძემ) გააკეთა განაცხადი პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით. ამიტომ ეს შედარება უადგილოა,”- განმარტა თურნავამ.
ჟურნალისტის კითხვაზე, დიდი ხნის შემდეგ ახლა რატომ გახდა ეს საკითხი აქტუალური? თურნავა პასუხობს, რომ პროკურატურა თავისი პროცედურების შესაბამისად მოქმედებს.
“ეს პროცესი ვინაიდან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს საჯაროა. თქვენ ყველას შეგიძლით კანონის აღსრულებას თვალ-ყური მიადევნოთ” - განაცხადა თურნავამ.
შეგახსენებთ, მამუკა ხაძარაძემ პოლიტიკაში მოსვლა ცოტა ხნის წინ დაანონსა. მის მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია სექტემბერში უნდა გამართულიყო.

























