ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის ნათია თურნავას კანდიდატურა განიხილება.
აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-ს ეკონომიკის მინისტრის უკვე ყოფილმა მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა დაუდასტურა, რომელმაც სამინისტროდან საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელად გადაინაცვლა, სადაც თავის მხრივ, რომეო მიქაუტაძე ჩაანაცვლა. შესაბამის ბრძანებას პრემიერ–მინისტრი უახლოეს დღეებში მოაწერს ხელს.
საკადრო ცვლილებებს საპარტნიორო ფონდში ჯერ–ჯერობით არ ადასტურებენ.
შეგახსენებთ, რომ ნათია თურნავა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციაზე 2013 წელს დაინიშნა.

























