მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე "ხუდონჰესზე": მუშაობა მიმდინარეობს

5c1a01dcedd94
დათო ჯალაღონია
19.12.18 11:00
790
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ნათია თურნავას განცხადებით, ამ ეტაპზე მთავრობას გადაწყვეტილი არ აქვს, რა ფორმით გაგრძელდება პროექტი „ხუდონჰესი“.

„მუშაობა მიმდინარეობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, დიდი თემაა და ჩვენ ბოლომდე მზად და ჩამოყალიბებულები უნდა ვიყოთ, სანამ რაიმე გზას დავადგებით. აქედან გამომდინარე, ჯერ ეს სამუშაო არ დასრულებულა. როგორც კი დასრულდება, ეს მოსახლეობისთვის ცნობილი იქნება“, - განუცხადა BM.GE-ის ეკონომიკის მინისტრის მოადილემ.

განიხილება, თუ არა ამ პროექტის მშენებლობის პროცესში სახელმწიფოს ჩართულობა, ამ კითხვაზე პასუხად ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ეს მსჯელობის საგანია.

„ამ ეტაპზე ვერ მოგახსენებთ. ეს მართლაც დიდი მსჯელობის საგანია“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ "ხუდონჰესის" ტექნიკური დირექტორის დავით მირცხულავას ინფორმაციით, მთავრობა სამომავლოდ პრიორიტეტულ ჰიდროელექტროსადგურებს შორის "ხუდონჰესსაც" განიხილავს.

"ხუდონჰესთან" დაკავშირებით ახალი წინადადებები არის, მაგრამ ეს მოლაპარაკებების თემაა და არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო, თორემ ძალიან ინტენსიურად განიხილება "ხუდონიც", - განაცხადა მირცხულავამ BM.GE-თან საუბრისას, თუმცა პროექტის განხორციელების რა გეგმაა და როდის გახდება ცნობილი, არ დაუკონკრეტებია.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები