მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ WSIS FORUM-ზე საქართველოში ციფრული ჰაბის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა

6296520d8c932
BM.GE
31.05.22 21:41
777
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა საინფორმაციო საზოგადოების მსოფლიო სამიტის ყოველწლიური ფორუმზე (WSIS FORUM 2022) სიტყვით გამოსვლაში, საქართველოში ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, ბოლო წლებში განხორციელებულ და მიმდინარე პროქტებსა და პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება.

მან ხაზი გაუსვა რეგიონში საერთაშორისო კავშირის განვითარების მნიშვნელობას და საქართველოში ციფრული სატრანზიტო ჰაბის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებს.

გარდა ამისა, მინისტრის მოადგილე საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირის (ITU) გენერალურ მდივანს ჰუალინ ჟაოს შეხვდა. გურამიშვილმა ITU-ის გენმდივანთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია ქვეყნის ციფრული სერვისების სატრანზიტო ჰაბად ჩამოყალიბება.

თავის მხრივ, ITU-ის გენერალურმა მდივანმა დადებითად შეაფასა საქართველოს აქტივობები ორგანიზაციის მიერ გამართულ ღონისძიებებზე და აღნიშნა, რომ ქართველი სპეციალისტების მიერ გამოთქმული ინიციატივები ხელს უწყობს რეგიონული მასშტაბით სატელეკომუნიკაციო სივრცის განვითარებას.

ცნობისთვის, საინფორმაციო საზოგადოების მსოფლიო სამიტის ყოველწლიური ფორუმი (WSIS FORUM 2022) იმართება ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) ორგანიზებით და გაეროს იმ ორგანიზაციების ჩართულობით, რომლებიც მონაწილეობენ WSIS-ის სამოქმედო მიმართულებების განხორციელებაზე, როგორიცაა UNESCO, UNCTAD, და UNDP.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები