საქართველოს ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია ქვეყნის ეკონომიკისთვის სამ ძირითად გამოწვევას ასახელებს. მისი თქმით, აშკარაა, რომ ჩვენი ძირითადი გამოწვევებაია: სწრაფი ეკონომიკური ზრდა, დასაქმების ზრდა და სავაჭრო დეფიციტის შემცირება.
„ეს ის გამოწვევებია, რომლებზე პასუხის გაცემა მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ქართული ეკონომიკა „გამოწვევების ეკონომიკიდან“ გახდეს „შესაძლებლობების ეკონომიკა“. სწორედ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ არის შექმნილი მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა“,- განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

























