მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკონომიკის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს

5a3d064f0bdf1
BM.GE
22.12.17 17:15
1452
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს ახალი მოადგილე ჰყავს. პოსტს რომეო მიქაუტაძე იკავებს, რომელიც სს "გეს საქრუსენერგოს“ გენერალური დირექტორი იყო.

რომეო მიქაუტაძე აქამდე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო, - მან ეს პოსტი ოქტომბერში დაიკავა. სამინისტროს გაუქმების შემდეგ კი ის დიმიტრი ქუმსიშვილის მოადგილედ დაინიშნა.

2004-2005 წლებში ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილების უფროსის პოსტს იკავებდა. ამასთან, რომეო მიქაუტაძე ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის უფროსი მრჩეველიც იყო.

დიმიტრი ქუმსიშვილს ამ დროისთვის 5 მოადგილე ჰყავს: გენადი არველაძე, გიორგი ჩერქეზიშვილი, ირმა ქავთარაძე, გიორგი ჩიქოვანი და რომეო მიქაუტაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები