ეკონომიკის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. კერძოდ, გიორგი ქობულიას მოადგილედ დაინიშნა ლაშა მიქავა. ქობულიას ამ ეტაპზე 6 მოადგილე ჰყავს.
გასული კვირის ბოლოს კი თანამდებობიდან გათავისუფლდა ირმა ქავთარაძე, რომელიც ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებდა.