ეკონომიკის ოლიმპიადის ეროვნული რაუნდი დასრულდა, რომელიც წელს პირველად ხორციელდება საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივას მიერ, საქართველოს ბანკის, Economic Fundamentals Initiative და თავისუფალი უნივერსიტეტის მხარდაჭერით. გასაუბრების ეტაპზე 10 მონაწილე გადავიდა, რომელთაგან 5 გამარჯვებული გამოვლინდა . გამარჯვებული მოსწავლეები სექტემბერში საერთაშორისო რაუნდზე იასპარეზებენ და მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნის სახელით. წელს საერთაშორისო რაუნდი ტარდება სლოვაკეთში, სადაც მონაწილეობისთვის ჩაერთვებიან 20-მდე ქვეყნიდან შერჩეული მოსწავლეები. ეროვნული რაუნდისთვის მომზადების ფარგლებში ხუთი მოსწავლე მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკის საზაფხულო ბანაკში.