ეკონომიკის ოლიმპიადის საერთაშორისო ფინალური რაუნდი წელს საბერძნეთში, ძველ ოლიმპიაში ჩატარდა, იქ სადაც ოლიმპიური თამაშები დაიწყო. ეკონომიკის ოლიმპიადას უმასპინძლა საერთაშორისო ოლიმპიურმა აკადემიამ თავის კამპუსში. ოლიმპიადა 1 სექტემბრიდან 4 სექტემბრამდე მიმდინარეობდა და მოიცავდა ტურს ძველ ოლიმპიაში.
რა ნახეს მოსწავლეებმა, რა ღონისძიებები იყო ჩანიშნული და ჯამში როგორ შეფასდა ფინალური რაუნდი?
სტუმრები: თამთა კაკაურიძე - ეკონომიკის ოლიმპიადის ხელმძღვანელი;
მირიან ფაიქიძე - ეკონომიკის ოლიმპიადის საერთაშორისო ფინალური რაუნდის ოქროს მედლის მფლობელი