მოსწავლეებში ფინანსური განათლების დონის ასამაღლებლად, საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის ორგანიზებით, ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის ოლიმპიადა იმართება. ოლიმპიადის სკოლის რაუნდის ტესტირება 17-დან 19 მარტის ჩათვლით ჩატარდა და ტესტირებაში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით 1400 - მდე მოსწავლემ მიიღო. რაც ნიშნავს, რომ წინა წელთან შედარებით 12%-ით გაიზარდა მონაწილეების ჩართულობა.
სტუმრები: ბაქარ ბარათაშვილი - საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის თანადამფუძნებელი და დირექტორი;
ლევან ფავლენიშვილი - საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის თანადამფუძნებელი და ოპერაციების კვლევის ინსტიტუტის (ORI) დირექტორი;