მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის რა სექტორებში დასაქმებულებს უწევთ ყველაზე ხანგრძლივი საათების განმავლობაში მუშაობა?

5bf7d9e0841d3
BM.GE
23.11.18 15:20
799
საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, ქვეყანაში სამუშაო კვირის ხანგრძლივობა 40 საათით განისაზღვრება, რაც 5 სამუშაო დღეზე, დღეში 8 საათს უდრის. კანონმდებლობით, ასევე განსაზღვრულია ზეგანაკვეთური მუშაობის შესაძლებლობაც, შრომის კოდექსი პირდაპირ მიუთითებს, რომ დასაქმებული ვალდებულია შეასრულოს ზეგანაკვეთური სამუშაო. საქსტატის ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკის სექტორებს შორის, ფაქტობრივად ყველაზე ხანგრძლივი საათების განმავლობაში მშენებლობაზე მომუშავე ადამიანები მუშაობენ, ისინი კვირის განმავლობაში საშუალოდ 50.5 საათის განმავლობასი მუშაობენ. მეორე ადგილზე 50.2 საათით საოჯახო შინამეურნეობებში დაქირავებული მოსამსახურეები გავიდნენ. სრული სია ასე გამოიყურება:




კანონმდებლობით განსაზღვრულია იმ სექტორების ჩამონათვალი, სადაც სტანდარტული სამუშაო კვირა არა 40, არამედ 48 საათია.

მეთოდოლოგია: კვირაში ყველაზე ხშირად ნამუშევარი საათების საშუალო რაოდენობა, ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების ჩათვლით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები