მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკონომიკის სამინისტრო: ჩამოვარდნილ ვერტმფრენს გავლილი ჰქონდა ყველანაირი ტექნიკური შემოწმება

5cf8d7de59ee3
BM.GE
06.06.19 13:07
1053
ეკონომიკის სამინისტრო ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შესახებ განაცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა.

მოკვლევის მიზნით ადგილზე ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს ხელმძღვანელი დავით გიუნაშვილი გაემგზავრა.

"ამ ეტაპზე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს იყო BELL-505 ტიპის ამერიკულ-კანადური წარმოების ვერტმფრენი, რომელიც არის 2018 წელს გამოშვებული და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დარეგისტრირებულია 2018 წლის 15 ივნისს. ვერტმფრენს გავლილი ჰქონდა ყველანაირი ტექნიკური შემოწმება და მართავდა ძალიან გამოცდილი პილოტი. ბორტზე იმყოფებოდა კიდევ ორი მგზავრი, სამწუხაროდ, სამივე მათგანი გარდაცვლილია. ვერტმფრენი ეკუთვნის კომპანია "ავიატორი +"-სს (აჭარა ჯგუფი)", – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები