მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკონომიკის სამინისტრო: გაზის მოწოდებაზე ირანულ მხარესთან მოლაპარაკებას არ ვაწარმოებთ

5c7a8d3edc30a
დავით ჯალაღონია
02.03.19 18:35
978

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ირანული გაზის საქართველოში იმპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

„ამ ეტაპზე, არ ვაწარმოებთ რაიმე მოლაპარაკებას ირანულ მხარესთან გაზის მიწოდების თემებზე, რადგან ეს საკითხი დაკავშირებულია ტექნიკურ, იურიდიულ და კომერციულ პრობლემებთან“, – განუმარტეს BM.GE–ს ეკონომიკის სამინისტროში.

იგეგმება თუ არა რაიმე შეხვედრა ამ საკითხზე, უწყებაში მსგავს ინფორმაციას არ ადასტურებენ.

შეგახსენებთ, რომ გასული თვის ბოლოს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ ირანული გაზის საქართველოში ექსპორტის შესახებ იმსჯელეს. აღნიშნული ინფორმაცია სომხურმა მედიამ გაავრცელა.

როგორც ადგილობრივი მედიასაშუალებები წერენ, ირანის პრეზიდენტმა ფაშინიანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ირანული მხარე მზად არის დაიწყოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი საქართველოში გაზის ექსპორტისთვის.

შეგახსენებთ, რომ ირანული გაზის საქართველოში შესაძლო იმპორტზე ინფორმაცია პირველად არ ვრცელდება. სწორედ ამ საკითხზე, 2016 წელს, ენერგეტიკის მინისტრის რანგში კახა კალაძემ ირანში შეხვედრები გამართა, რასაც კონკრეტული შედეგები არ მოჰყვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები