მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკონომიკის სამინისტრო: Ryanair-ი მგზავრზე 75 ევროს სუბსიდიას ითხოვდა

5c642d6921803
BM.GE
13.02.19 18:43
2359
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი აცხადებს, რომ Ryanair-ი საქართველოს მთავრობისგან დიდი მოცულობის სუბსიდიას ითხოვდა. სწორედ ეს იყო ავიაკომპანიის მოთხოვნა, რომ საქართველოში დაეწყო რეისები. საღირაშვილის თქმით, სახელმწიფოსთვის ეს პირობა წამგებიანი იყო, რის გამოც მხარეებს შორის კონტრაქტი არ გაფორმდა.

“Ryanair-ს რაც შეეხება, მოლაპარაკებების შესახებ, რომლებიც ადრე იყო ჩვენც გვსმენია, მაგრამ არ იყო ის ხელსაყრელი, რადაგანაც ავიაკომპანია მგზავრზე 75 ევროს სუბსიდიას ითხოვდა საქართველოს სახელმწიფოსგან, რისი განხორციელებაც ვფიქრობთ, რომ არ იყო სწორი გადაწყვეტილება. შესაბამისად ჩვენ ვანახლებთ მოლაპარაკებებს,"- ამბობს საღირაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები