მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკონომიკის სამინისტრო სასტუმროებისთვის სეზონური გადასახადის შემოღების საკითხზე მუშაობს

57a47aab8f949
BM.GE
05.08.16 15:37
1609
ეკონომიკის სამინისტრო სასტუმროებისთვის სეზონური გადასახადის შემოღების საკითხზე მუშაობს. როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ "ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადა, სამინისტროს სპეციალური ღონისძიბები აქვს შემუშავებული, რომლის გატარებაც მოკლე დროშია დაგეგმილი.

"სასტუმროები, რომლებიც სეზონურები არიან ხშირ შემთხვევაში შპს-დ რეგისტრირდებიან, შპს-ს სხვა ტარიფი აქვს წყალზე, ელექტროენერგიაზე და ა.შ. ეს სწორია, რომ ასე იყოს. სეზონის გასვლის შემდეგ მარტივად უნდა შეიძლებოდეს ჩვეულებრივ რეჟიმში გადმოყვანა. სასტუმრო ბიზნესის მხრიდან შენიშვნა სწორია და ვმუშაობთ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების რეალიზებაზე, გვაქვს კონკრეტულად განსაზღვრული ღონისძიებები და ალბათ მათ გატარებას მოკლე ვადაში შევძლებთ, რომ სეზონის დახურვის პროცესსაც მოვუსწროთ“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები