მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკონომიკის სამინისტრო: წელს წიაღის სექტორში 35 000-მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება

5cb5ee5f1fc38
თელარა გელანტია
16.04.19 20:13
992
წიაღის სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია ესწრებოდა, დასახელდა ის მაჩვენებლები, რომელთა მიღწევასაც უახლოეს წლებში დაგეგმილი აქტივობებით ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტო გეგმავს.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

სააგენტოს ხელმძღვანელ მაია ზავრაშვილის განცხადებით, მარტო 2019 წლის განმავლობაში დასაქმებულთა რაოდენობის - 35 000-მდე, ხოლო ექსპორტის მაჩვენებლის 700 მლნ დოლარამდე გაზრდა არის ნავარაუდევი.

„მთლიანი საბოლოო შედეგები, რომლებიც ჩვენმა შემდგომმა ნაბიჯებმა ქვეყანას უნდა მოუტანოს, არის დამატებითი ღირებულებების ჯაჭვის შექმნა, გაზრდილი ეკონომიკური მაჩვენებლები, განვითარებული სანედლეულო ბაზა, ეკონომიკურად მომგებიანი და გამჭვირვალე სისტემა და სხვა მნიშვნელოვანი ბენეფიტები“, - განაცხადა წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები