"Check in Georgia კულტურის სამინისტროში გადავიდა", - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ bm.ge-ს შეკითხვას ეკონომიკის სამინისტროს მიერ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების კალენდართან დაკავშირებით.
როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, ამ ეტაპზე პროექტის გადატანასთან დაკავშირებით მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და ამის შემდეგ Check in Georgia-სთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე დაინტერესებულმა პირებმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უნდა მიმართონ.
უწყებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან Check in Georgia-სთვის გამოყოფილი 20 მლნ ლარიც გადაეცემა.
შეგახსენებთ, ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში აცხადებდა, რომ Black Sea Arena-სა და Check in Georgia-ს გეგმები 2 კვირაში გახდებოდა ცნობილი, მაგრამ ამ დრომდე Check in Georgia-ს კალენდარი ცნობილი არ არის.

























