მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკონომიკის სამინისტრომ "ლატარიის კომპანიის" გასხვისების აუქციონი შეწყვიტა

56bca01294236
BM.GE
11.02.16 18:50
2038
კომპანიის 70%-იანი წილის ელექტრონული აუქციონი, ორჯერ გახანგრძლივების შემდეგ დღეს უნდა დასრულებულიყო, თუმცა "სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ" აუქციონის დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე აუქციონი შეწყვიტა. როგორც "ბიზნესკონტაქტს" "სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში" განუცხადეს, უწყებამ დისკრეციული უფლება გამოიყენა, რაც საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების შეჩერებას გულისხმობს. აუქციონის შეჩერების მიზეზებზე ამ დროისთვის სააგენტოში კომენტარი არ კეთდება.
 
"სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ" ლატარიის კომპანიის 70% ელექტრონულ აუქციონზე 14 იანვარს გამოიტანა. სააგენტოს ინფორმაციით, კომპანიის წილის შეძენით 4 პრეტენდენტი იყო დაინტერესებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები