მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკონომიკის სამინისტროს უწყებები, სადაც ყველაზე მეტი დანამატი გაიცა

5b9fcabaa9a46
თამუნა დემეტრაშვილი
18.09.18 10:00
1201
ეკონომიკის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებული უწყებებიდან და სიპებიდან, ყველაზე მეტი დანამატი,- 1 მილიონ 098 ათასი ლარი, სამინისტროს აპარატზე გაიცა. ეს თანხა, მთლიანი სახელფასო ფონდის 24%-ს შეადგენს და ის 183 ადამიანზე გადანაწილდა.

650 000 ლარამდე დანამატია გაცემული 2017 წელს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თანამშრომლებზე, რაც სახელფასო ფონდის 26%-ს შეადგენს და ის 54 მოქმედ დანამშრომელზეა განაწილებული. მესამე ადგილზეა, ქონების ეროვნული სააგენტო- 565 ათასი ლარით, რაც უწყების 196 თანამშრომლის მთლიანი სახელფასო ფონდის 13%-ს შეადგენს. 335 000 ლარის დანამატია გაცემული სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს 69 თანამშრომელზე, რაც უწყების სახელფასო ფონდის 35%-ს შეადგენს. 314 000 ლარის დანამატია გაცემული სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს 52 თანამშრომელზე, ეს ფული კი სახელფასო ფონდის 19%-ია.

სახელფასო ფონდის 29%-ია გაცემული დანამატებზე, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში, 22% სსიპ ,,აწარმოე საქართველოში“, 17% - ტურიზმის ადმინისტრაციაში, 21% ანაკლიის ნავსადგურის განვითარების სააგენტოში.

ჯამში 2017 წელს სისტემაში 3 მილიონ 926 ათასი ლარის დანამატია გაცემული, რაც სახელფასო ფონდის 15%-ს შეადგენს. ორი უწყება, სადაც 2017 წელს დანამატები არ გაცემულა სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია და ა(ა)იპ - ოუფენ ნეტია. აღნიშნულ მონაცემებს აუდიტის სამსახური აქვეყნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები