მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროს მშენებლობა შეფერხდა

5f6a3815e4911
ანუკა ჯოხაძე
23.09.20 00:20
1040
ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროს მშენებლობის პროექტი პანდემიის გამო შეფერხდა. ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ის "ჰუალინგ ჯგუფიდან" მიაწოდეს. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ისინი სამუშაოების განახლებისთვის ემზადებიან. თუმცა, უფრო მეტ დეტალზე ამ ეტაპზე არ საუბრობენ.

ბოლო ინფორმაციით, რომელიც BM.GE-ის "ჰუალინგ ჯგუფმა" 2020 წლის თებერვალში მიაწოდა, ადგილზე შენობის შიდა მხრიდან გასუფთავების პროცესი იყო დაწყებული, ასევე მიმდინარეობდა დემონტაჟის სამუშაოებიც, რის შემდეგაც კონსტრუქციული ნაწილის გამაგრებითი სამუშაოები უნდა დაწყებულიყო.

შეგახსენებთ, თბილისში, ჭანტურიას 12-ში მდებარე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ყოფილი შენობა, პროგარამის "50 ქონება შენი სასტუმროსთვის" ფარგლებში, 2015 წელს 9 მილიონ 450 ათას დოლარად, აუქციონის წესით გაიყიდა.

ინვესტორის ვალდებულება არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმროს შექმნა და ექსპლუატაციაში გაშვება იყო. "ჰუალინგ ჯგუფს" სასტუმროს მშენებლობის ვადა 2019 წლის 21 აპრილს ამოეწურა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები