მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკონომიკის სამინისტროში ნათია თურნავას გადადგომას არ ადასტურებენ

5da483fcc1986
თელარა გელანტია
14.10.19 18:16
1016
ეკონომიკის და მდგარდი განვითარების სამინისტროში ნათია თურნავას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ რელიზშია ნათქვამი:

„გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებთ განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ ვინ არის ამ ინფორმაციის ე.წ. პირველწყარო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დეპუტატ დავით ჭიჭინაძისა და ლევან კობერიძის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია და გაუგებარია, რას ემსახურება.

ამ ბატონებმა ბოლო პერიოდში ეკონომიკის სამინისტროს მისამართით გავრცელებული არაერთი ცრუ ინფორმაციით დაგვამახსოვრეს თავი და როგორც ჩანს, ახლაც ასე ცდილობენ თავის გამოჩენას. ამასთან, მედიას მივმართავთ თხოვნით, მომავალში ამ ბატონების მიერ გაჟღერებული სხვა ინფორმაცია გავრცელებამდე გადაამოწმონ, რათა საზოგადოება არ შეიყვანონ შეცდომაში”, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები