ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობასთან სხვადასხვა ინვესტორებს ქარის სადგურების მშენებლობისთვის 18 პროექტზე აქვთ მემორანდუმი გაფორმებული.
როგორც BM.GE–ს სამინისტროში განუცხადეს, ამ პროექტების ჯამური დადგმული სიმძლავრეა 1200 მგვტ, ელექტროენერგიის სავარაუდო გამომუშავება - 4654 მლნ.კვტ.სთ, სავარაუდო ჯამური ინვესტიცია კი $1560 მლნ.
ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, აქედან 5 პროექტის მშენებლობის დაწყება 2019 წელს იგეგმება. მათი ჯამური დადგმული სიმძლავრეა 270 მგვტ.

























