მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეკონომიკის ზრდა ჩვენთვის ცოტათი თავის ტკივილი აღმოჩნდა“ - პაატა ტრაპაიძე

645264ea6b911
თელარა გელანტია
04.05.23 01:00
1171
„ეკონომიკის ზრდა ჩვენთვის ცოტათი თავის ტკივილი აღმოჩნდა“, - ასე უპასუხა გზების მშენებლობის სფეროში ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის - „კავკასუს როუდ პროჯექტის“ მფლობელმა და გენერალურმა დირექტორმა პაატა ტრაპაიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ კითხვას - „როგორ აისახა ბოლო ორი წელი, ზედიზედ, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა კომპანიის საქმიანობაზე“.

ბიზნესმენმა გადაცემაში განმარტა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ტენდერების გამოცხადების სპეციფიკა, რაც ბიზნესისთვის გამოწვევებს ქმნის. ასევე ისაუბრა, კადრების გადინებაზე.

„ეკონომიკის ზრდამ გამოიწვია ხელფასების ზრდა. ვინც კი სპეციალისტი იყო, გერმანელებთან ნამუშევარი ხალხი, ევროპაში წავიდა; აქ 2500-ლარიან ხელფასის აღებას, ურჩევნიათ, რომ იქ 3000 ევრო აიღონ. ამდენად ვერ დააკვებ ადამიანს, თუ რაღაც პერსპექტივას ვერ ხედავს, რაღაც სტიმული უნდა ჰქონდეს.

ჩვენ ახლა ახალგზრდები აგვყავს კომპანიაში, რომელთა იმედი გვაქვს, მაგრამ მათ გაზრდას დრო სჭირდება.

ინფლაციის გამო, ხელფასის ფონდი ისე გაიზარდა, რომ ჩვენთვის მტივნეული თემაა. თან ინფრასტრუქტურული პროექტების ფასები არ იზრდება - ვგულისხმობ იმას, რომ პროექტები, რომელთა გატენდერება ხდება, დამუშავებულია 2-3 წლის წინ და ძველი ფასებით გამოდის. მაგალითად, ერთ-ერთი ტენდერი ომის წინ მოვიგეთ, მოვაწერეთ კონტრაქტს ხელი და დაიწყო კატასტროფა... ახლა კიდევ გაგვიმართლა, რომ ლარის კურსი მყარდება, მაგრამ ხელფასები, რომელიც გავზარდეთ არსად ჩამოსულა. რაც შეეხება სამშენებლო მასალების გაიაფებას, ერთადერთი არმატურა გაიაფდა, თორემ ცემენტი და სხვა სამშენებლო ნაწილები გაძვირდა...

ამდენად ვთვლით, რომ ეს ორი წელიწადი თუ ნოლებში გავედით, ბედნიერები ვიქნებით და კარგი იქნება, თუმცა მაინც არ ვეპუებით და ისევ და ისევ ახალი ტექნოლოგიების ხარჯზე ვაპირებთ ნორმალური განვითარების სფეროში გადავიდეთ, რადგან მოგების გარეშე არ არსებობს კომპანია“, - თქვა პაატა ტრაპაიძემ.

„კავკასუს როუდ პროჯექტის“ მფლობელი მთავრობას ურჩევს, დაინტერესდეს, რატომ მიდიან შრომისუნარიანი მოქალაქეები ქვეყნიდან.

„შარშან 100 000 ქართველი დავკარგეთ - მათ საქართველო დატოვეს. აქედან 84% იყო შრომისუნარიანი... ვინც იქნება პრემიერ-მინისტრი, მისი ყველაზე დიდი ფუნქცია და პრეროგატივაა, რომ შექმნას ეკონომიკური განვითარების ის მოდელი, რომელიც ხალხს კი არ გააქცევს, არამედ იმედს შეუქმნის, რომ 10 წლის შემდეგ საკმაოდ კარგი შემოსავალი ექნებათ“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები