მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ეკონომიკისათვის სასარგებლო იქნებოდა, თუ შედარებით მცირე ბანკი შეიძენდა მსხვილ ბანკს და არა პირიქით"

57e29d66b7cf1
BM.GE
21.09.16 18:29
2486
ორი მსხვილი ინსტიტუტის - ’’საქართველოს ბანკისა" და “თიბისი ბანკის" დომინანტობა, რაც ბაზრის 60% იკავებს, ქმნის ბარიერებს ახალი მოთამაშეების შემოსვლისთვის და მოქმედებს კონკურენციაზე - აცხადებს Fitch Ratings- ის წარმომადგენელი ოლგა იგნატიევა გაზეთ “ფაინენშალთან" ინტერვიუში. ამავე თემაზე „საქმიან დილასთან“ გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის რეგიონული დირექტორი ანია დაინცერი საუბრობს.

-„საქართველოს ბანკისა“ და „თიბისი ბანკის“ Fitch Ratings- ის შეფასებას რამდენად ეთანხმებით?

-ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ორ ბანკს ’’საქართველოს ბანკსა" და “თიბისი ბანკს" აქამდე ბაზრის 60% ეკავა და ახლა 66% გაუტოლდება. ამ ბანკების კონცენტრაცია მაღალია და შესაბამისად გავლენა და განსხვავება ძალიან მნიშვნელოვანი არ იქნება, თუმცა Fitch-ის განცხადებით, ახალ მონაწილეებს ბაზარზე დიდი ბარიერები შეექმნებათ და საქართველოში ახალი ბანკების შემოსვლის მხრივ, შესაძლოა, გარკვეული სირთულეები წარმოიქმნას.

-რა გახლავთ იმის მიზეზი, რიდ გამოც თქვენ ამბობთ, რომ მსხვილი უცხოური ბანკების დაინტერესება შეიძლება იმდენად აქტიური აღარ იყოს, “სოსიეტე ჟენერალი“ მაინც აგრძელებს საქართველოს საბანკო ბაზარზე მუშაობას, ვნახოთ მომდევნო წლებში იგი მოღვაწეობას როგორ გააგრძელებს, მაგრამ რამდენად იქნება გართულებული უცხოური ბანკებისთვის ჩვენს ბაზარზე შემოსვლა?

-ამ ბანკების საქმიანობის არეალი მთელი ქვეყნის მასშტაბით არის გავრცელებული და კლიენტების მოზიდვა როგორ უნდა მოხდეს? მომხმარებლის მოსაზიდად აუცილებელია საპროცენტო განაკვეთი იყოს მათთვის სასურველი.

-შედარებით უფრო იაფი ფული, იაფი რესურსი, ახალი საბანკო პროდუქტის მოსაზიდად რამდენის დახარჯვა მოუწევთ, საზღვარგარეთ არსებული სიტუაციაც ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ცნობილია. საქართველოს საბანკო სისტემაში ყველაფერი სრულყოფილი არ არის, მაგრამ უცხოურ ბანკებს ჩვენთან უკვე აქვთ გარკვეული პროდუქტები შექმნილი. იაფი რესურსის საკითხის პრობლემა და კლიენტების მოზიდვა აქტუალურია, ამაზე რა აზრის ხართ?

-როდესაც თქვენ ამბობთ იაფი სახსრები, ეს, რა თქმა უნდა, მიწოდებას ეხება, თუ როგორ უნდა მივაწოდოთ კერძო კლიენტებს, საცალო მომხმარებელს და კორპორაციებს ეს იაფი სახსრები. ნებისმიერ შემთხვევაში ამისათვის კლიენტამდე მისვლაა საჭირო. ევროპას თუ დააკვირდებით, ონლაინ სესხების გაცემას ძალიან დიდი წილი უკავია. თქვენთანაც არის ასეთი ტიპის პრინციპი, მაგრამ მგონი რეგულირებული არ არის. მარეგულირებელი ეს ქვეყნის ცენტრალური ბანკია და ბაზარზე ვიღაცის შემოსვლის საშუალების მიცემა იაფი სახსრების დაპირებით, კლიენტების დაცვის გარეშე არ უნდა მოხდეს.

-მარეგულირებველს რაც შეეხება, საქართველოს ეროვნული ბანკის ჭრილში თქვენ ბრძანეთ, რომ რთული იქნება მსხვილი ფინანსური ინსტიტუტებისათვის საქართველოს საბანკო სექტორში შემოსვლა, როდესაც ორი ბანკის დომინანტური პოზიცია უკვე 66% შეადგენს. უნდა გააქტიურდეს თუ არა უფრო მარეგულირებელი, თუნდაც ამ გარიგების შემთხვევაში?

-კონცენტრაციიდან გამომდინარე ბაზარზე ძალიან დიდი აქტიურიბა, სიფხიზლე და ყურადღების კონცენტრირებაა საჭირო. ძირითადი კონკურენტებისთვის მაკროეკონომიკაზე დაკვირვება მნიშვნელოვანია, ვინაიდან ზეწოლა საპროცენტო განაკვეთების კუთხით გარკვეულწილად ადამიანებზე გადავა. მნიშვნელოვანია მომხმარებლის ინფორმირება და ახალი პროდუქტების შეთავაზება. საპროცენტო განაკვეთების შემცირებას თეორიასა და პრაქტიკაში პირდაპირი კავშირი აქვს.

-“თიბისი ბანკის" ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი J.P. Morgan-ია და ამ შესყიდვის პროცესში მათ საუკეთესო ორგანიზაციები დაიქირავეს, რადგან მათთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, ამის შესახებ რას იტყოდით?

-საქართველოს ვითარება ერთია და უცხოური კომპანიების აქციები, საერთაშორისო აქციონერების რეპუტაცია მეორე. ასეთი ტიპის შესყიდვის შემთხვევაში , როდესაც “სოსიეტე ჟენერალზე“ საუბრობენ, ეს კაპიტალიზაციის საკითხია. “თიბისი“ საქართველოს მასშტაბით, რა თქმა უნდა მსხვილი ბანკია, მაგრამ “სოსიეტე ჟენერალის“ მასშტაბები გაცილებით უფრო დიდია. საკუთარი აქციონერების სახელით მათ იმგვარი გარიგება უნდა აწარმოონ, რომ შემდგომ სადავო არ გახდეს. აქციონერთა ჯგუფმა თუ რაღაც პრობლემა აღმოაჩინა, იგი ამისგან მაქსიმალურად დაზღვეული უნდა იყოს.

-გარკვეული პროგნოზის გაკეთება თუ არის შესაძლებელი რა ტიპის მაკროეკონომიკური შედეგი შეიძლება ვივარაუდოთ?

-30%-ზე მეტის მფლობელი ბანკი ’’თიბისია“, ეს იმას ნიშნავს, რომ ’’საქართველოს ბანკზე“ ოდნავ დიდი წილი უკავია. მაკროეკონომიკური კუთხის თვალსაზრისით კი ’’ბანკი რესპუბლიკა“ მესამე იყო. საშუალოვადიან პერიოდში ასეთი პროგნოზის გაკეთება რთულია, ამას ვერავინ იტყვის. სწორედ ამ დროს უნდა ჩაერიოს მარეგულირებელი და თქვას, რომ მომხმარებელთა ბაზის გაფართოებისათვის იგი თავის უფლებამოსილებას გამოიყენებს.

-თქვენი შეხედულებით, კიდევ ერთი კონკურენტი რომ ყოფილიყო „ბანკ რესპუბლიკის“ შეძენისას, ეს იყო ჩინური ’’ჰუალინგ ჯგუფი“ , რომელიც ’’ბაზისბანკს“ ფლობს. ეს შესყიდვა რომ „ჰუალინგ ჯგუფს“ განეხორციელებინა საქართველოს მაკროეკონომიკური ვითარებისთვის უკეთესი ხომ არ იქნებოდა?

-აღნიშნულზე ვარაუდის და შეფასების გაკეთება რთულია. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, „ბაზის ბანკს“ დაახლოებით მილიონამდე აქტივები აქვს, ორი მილიარდის ფარგლებში, რაც ცოტა არ არის, მაგრამ ’’თიბისისთან“ და ’’საქართველოს ბანკთან“ კონკურენციის თვალსაზრისით ეს საკმარისი არ იქნებოდა. ეკონომიკისათის კი სასარგებლო იქნებოდა თუ შედარებით მცირე ბანკი შეიძენდა მსხვილ ბანკს და არა პირიქით.

-საუბრობენ, რომ საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით საქართველოში ძალიან ბევრი ბანკია, ამ მოსაზრების შესახებ რას იტყოდით?

-გერმანიში ჩვენთან სხვადასხვა კატეგორიის 400-ზე მეტი ბანკია და ასევე ევროკავშირის ბანკები, რომლებსაც ქვეყანაში ოპერირების უფლება აქვთ, ანუ ბანკების რაოდენობა დიდია. საქართველოში 19 ბანკი იყო, ამჯერად 18 ბანკია და ამისთვის არის გარკვეული სივრცე და შესაძლებლობა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები