მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის გამო 3 იურიდიული და 8 ფიზიკური პირი დაჯარიმდა

5e8085254bc64
BM.GE
29.03.20 15:18
1018

შსს-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონში საგანგებო რეჟიმის დარღვევის125 ფაქტი გამოვლინდა. 

აქედან, 3 იურიდიული, ხოლო 8 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის გამო. მიკროავტობუსით მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანის ფაქტზე დაჯარიმდა 5 პირი, ხოლო იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევაზე დაჯარიმდა 13 მოქალაქე. 96 მოქალაქე დაჯარიმდა საჯარო სივრცეში 10- ზე მეტი პირის შეკრების გამო.

საგანგებო რეჟიმით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევა ფიზიკური პირის 3000, ხოლო იურიდიული პირის 15 000 ლაროთ დაჯარიმებას ითვალისიწნებს. განმეორებით ჩადენილი დანაშაული კი 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები