ანგარიშში მსოფლიოს 162 ქვეყანა სხვადასახვა კრიტერიუმების მიხედვით არის შეფასებული, მათ შორისაა - მთავრობის ზომა, ბიზნესის კეთების სიმარტივე, საკუთრების უფლება და სასამართლო სისტემა, ასევე რეგულაციების ტვირთი და საგარეო ვაჭრობის სიმარტივე. ინდექსით 5 ძირითადი სფერო და 43 პარამეტრი იზომება, თითოეულ მათგანში ქვეყნებს 0-დან 10 ქულამდე ენიჭებათ. ჯამურად, საქართველოს ქულა 7.94-ს შეადგენს, რაც 2018 წელს გამოქვეყნებულ ინდექსთან შედარებით 0.06 ქულით მეტია. აღნიშნული გაუმჯობესება იმის საფუძველი გახდა, რომ სიაში საქართველოს ერთი საფეხურით წინ წაენაცვლებინა.
ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით, მსოფლიოს ქვეყნების ტოპ–ათეული:
1) ჰონგ კონგი - 8.91 ქულა;
2) სინგაპური - 8.71 ქულა;

3) ახალი ზელანდია - 8.50 ქულა;
4) შვეიცარია - 8.40 ქულა;

5) აშშ - 8.19 ქულა;

6) ირლანდია - 8.13 ქულა;

7) დიდი ბრიტანეთი - 8.09

























