ეკონომიკური ცვლილებები, რომელსაც მთავრობა ახორციელებს შესაბამისობაშია ევროკავშრთან ასოცირების ხელშეკრულებასთან, - ამის შესახებ ბიზნესკონტრაქტის კითხვაზე საპასუხოდ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა განაცხადა. ჩვენს კითხვაზე რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი რეფორმების გატარებისას პროგნოზირებადი გარემო და ბიზნესის წინასწარ ინფორმირება ელჩმა პირდაპირი პასუხისგან თავი შეიკავა, თუმცა განაცხადა, რომ ევროკავშირის მისიასთან ეკონომიკურ გეგმებზე მთავრობას კოოპერაცია ჰქონდა.
"ეს არ არის ის საკითხი, რომლის განსჯაც მე შემიძლია. შემძლია გითხრათ, რომ ჩვენ ეკონომიკურ გეგმასთან დაკავშირებით მთავრობასთან ინფორმაციის გაცვლის თვალსაზრისით საკამოდ კარგი თანამშრომლობა გვქონდა. ჩვენ ამ პროცესს ვაგრძელებთ. დოკუმენტი, რომელიც გვაქვს ორმხრივია, ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებით პოზიცია ცხადია. ნაბიჯები, რომლის გადადგმაც იგეგმება შესაბამისობაშია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასთან, ასევე DCFTA-ის იმპლემენტაციასთან. იმაზე უფრო მნიშვნელოვანი ვუჭერთ თუ არა ჩვენ მხარს ამ ცვლილებებს, არის ის, რომ ცვლილებები შესაბამისობაშია ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის გეგმასთან", - განაცხადა ჰერმანმა.

























