ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის დაპირება მოხვდა მთავრობის წინასაარჩევნო პროგრამაშიც. ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა "საქმის კურსს" განუცხადა, რომ აღნიშნულ საკითხს მოიცავს იმ კანონპროექტთა პაკეტი, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო მთავრობის სხდომაზე წარადგენს.
"საკითხზე მუშაობა მიდის. სავარაუდოდ ხვალ მთავრობის სხდომაზე ჩვენ გავიტანთ კანონპროექტთა დიდ პაკეტს, რომელიც საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს ეხება და მათ შორის ეხება აღნიშნულ ნაწილს. ან ხვალ გავიტანთ მთავრობაზე ან შემდეგ მთავრობაზე", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა "საქმის კურსის" კითხვაზე საპასუხოთ.