მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკონომიკური დავები სასამართლომდე, შესაძლოა უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭომ განიხილოს

577cd3b0f10cd
დავით ჯალაღონია
06.07.16 13:37
1332
ეკონომიკური დავები სასამართლომდე შესაძლოა უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭომ განიხილოს. როგორც კომპანია ნატახტარის კორპორატიულ საკითხთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განაცხადა, ეს არის ერთ-ერთი იდეა, რომელიც თავად უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერდა და მისი მიზანია, მოსამართლეების ტვირთის შედარებით შემსუბუქება, რადგან მათ ეკონომიკური ტიპის ბევრი დავა დაუგროვდათ.
 
"რატომ უნდა მიმართოს ბიზნესმა დაწყებამდე ამ საბჭოს, რომ განზოგადობენლად განიხილოს ესა თუ ის საკითხი და მიიღოს რჩევა ღირს თუ არა კონკრეტულ თემაზე სასამართლოში წასვალს. რეალობა არის ის, რომ ყველაფერზე მივრბივართ სასამართლოში", - განაცხადა ხუნძაკიშვილმა და დასძინა, რომ როდესაც ერთ მოსამართლეს შესაძლოა 300-მდე საქმეც აბარია, მათ ხარისხსს ვერ მოსთხოვ.

"მიუხედავად ყველაფრისა, მოსამართლეები ცდილობენ მიუკერძოებლები, და არაკორუმპირებულები იყვნენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ხუნძაკიშვილმა.

რაც შეეხება, ბიზნეს სექტორსა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრას, როგორც ნატახტარის წარმომადგენელი აღნიშნავს, ეს უკანასკნელ პერიოდში საქართველოს რეალობაში უპრეცედენტოეა - "ეს ახლა დაიწყო , რომ სასამართლო ხელისფლება და ბიზნესი ამ დონეზე კონტაქტობს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ საკითხებს, რომელიც ამ ეტაპზე დგას. მოსამართლეებიც ადამიანები არიან, ჩვენი საზოგადოების წევრები, ისინი შეზღუდული რესურსების პირობებში მუშოაბენ“, - განმარტა ნიკოლოზ კუნძაკიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები