მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი

მომავალ კვირას მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ამერიკის შეერთებული შტატები იქნება, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან ეკონომიკურ ინდიკატორს გაასაჯაროებს. მათ შორის, ცნობილი გახდება: სავაჭრო ბალანსის, იმპორტის, ექსპორტის და სავაჭრო დეფიციტის სტატისტიკა. გარდა ამისა, ფედერალური სამსახური უმუშევრობის და საშუალო ხელფასების განახლებულ მონაცემებსაც წარმოადგენს.

საინტერესო სახილეები იქნება ევროკავშირს მხრიდანაც, კერძოდ, ცნობილი გახდება ევროკავშირის მესამე კვარტალის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომელიც 0.1%-ის ფარგლებში უნდა იყოს, თუმცა არსებობს იმის რისკი, რომ მშპ-სთან მიმართებით რეცესიის საწყისი ნიშნები გამოიკვეთოს.

მომავალი კვირა განსაკუთრებით დატვირთული იქნება აზიის რეგიონში, ჩინეთმა ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის სტატისტიკა უნდა წარმოადგინოს. იაპონია სავაჭრო ბალანსის და მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირების მონაცემებს წარმოადგენს. სამხრეთ კორეა კი ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის უახლეს სტატისტიკას გაასაჯაროებს.

რაც შეეხება რეგიონს, თურქეთის ეროვნული სამსახური ინფლაციის განახლებულ სტატისტიკას წარმოადგენს. სავარაუდოდ, სამომხმარებლო ფასების ზრდის ინდექსი 63%-ის ფარგლებში იქნება. გარდა ამისა, მომავალ კვირას ცნობილი გახდება თურქეთის სავაჭრო ბალანსის, იმპორტისა და ექსპორტის სტატისტიკაც. სამუშაო კვირის ბოლოს კი თურქეთის უმუშევრობის დონესაც გაასაჯაროებს, რომელიც სავარაუდოდ 9.1%-ის ფარგლებში იქნება.

მომავალ კვირას სიახლეები იქნება რუსეთის ფედერაციის მხრიდანაც. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცნობილი გახდება რუსეთის ინფლაციის განახლებული სტატისტიკა, რომელიც 7%-ის ფარგლებშია პროგნოზირებული.

გარდა ამისა, მომავალ კვირას კვარტალურ ანგარიშგებებს და ფინანსურს შედეგებს შემდეგი მსხვილი კომპანიები წარმოადგენენ: Broadcom, Lululemon, Copart, Cisco და AutoZone.

რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:

  • სამომხმარებლო ფასების ინდექსი (2023 წლის ნოემბერი)
  • სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი (2023 წლის III კვარტალი)
  • საწარმოთა საქმიანობის შედეგები (2023 წლის III კვარტალი)
  • მშენებლობის ღირებულების ინდექსი (2023 წლის ოქტომბერი)
  • მონეტარული სისტემის, ფინანსური ბაზრის და ფისკალური სტატისტიკის მაჩვენებლები (2023 წლის III კვარტალი)
  • პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (2023 წლის III კვარტალი, წინასწარი)

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები