მომავალ კვირას მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვი იქნება, რომელმაც მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. სავარაუდოდ, ამერიკის ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთს უცვლელად, 5.5%-იან ნიშნულზე დატოვებს. ინვესტორებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი FED-ის ხელმძღვანელის, ჯერომ პაუელის საჯარო განცხადება იქნება, რომელმაც სამომავლო პერსპექტივაზე და ფედერალური რეზერვის სტრატეგიაზე უნდა ისაუბროს.