მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი

მომავალ კვირას მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვი იქნება, რომლის საბჭოს წევრებმა საჯარო განცხადებები უნდა გაავრცელონ და FED-ის სამომავლო სტრატეგიაზე ისაუბრონ. FED-თან მიმართებით ერთი შეკითხვა, რომელიც ახლა ყველას აწუხებს, რეფინანსირების განაკვეთის შემცირების საკითხს უკავშირდება. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ინფლაცია არასახარბიელო ტენდენციას აჩვენებს, ამის ფონზე კი, ინვესტორები შიშობენ, რომ ფედერალური რეზერვი მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების გადაწყვეტილებას რამდენიმე თვით გადადებს, ეს კი სასიხარულო სიახლე არავისთვის არ იქნება.

გარდა ამისა, მომავალ კვირას შევიტყობთ აშშ-ის განახლებულ სტატისტიკას ინფლაციასთან, უმუშევრობასთან და ვაჭრობასთან დაკავშირებით.

ასევე, მომავალ კვირას სიტყვით გამოსვლა უწევს ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს, კრისტინ ლაგარდს, რომელმაც მონეტარულ პოლიტიკაზე უნდა ისაუბროს. FED-ის მსგავსად, ECB-ის შემთხვევაშიც ანალიტიკოსებს პოზიტიური მოლოდინები არ აქვთ.

მომავალი კვირა საკმაოდ დატვირთული იქნება გაერთიანებული სამეფოსთვისაც. განახლებულ სტატისტიკას შევიტყობთ როგორც ბრიტანეთის ინფლაციის, ასევე ვაჭრობის და მშენებლობის სექტორთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, მომავალ კვირას კვარტალურ შედეგებს ისეთი მსხვილი კომპანიები გაასაჯაროებენ, როგორიცაა: Nvidia, Shell, JPMorgan, Morgan Stanley, McDonald’s და Xiaomi.

რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:

  • სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2024 წლის აპრილი)
  • მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე (2024 წლის აპრილი)
  • მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსი (2024 წლის აპრილი)
  • ექსპორტის ფასების ინდექსი (2024 წლის აპრილი)
  • იმპორტის ფასების ინდექსი (2024 წლის აპრილი)
  • სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2024 წლის აპრილი)
  • ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2024 წლის აპრილი)
  • სამუშაო ძალის მაჩვენებლები (დასაქმება და უმუშევრობა), (2024 წლის I კვარტალი)
  • საგარეო ვაჭრობა (2024 წლის აპრილი)
  • ადგილობრივი ექსპორტი (2024 წლის აპრილი)
  • ტრანსპორტის სტატისტიკის ძირითადი მაჩვენებლები (2024 წლის I კვარტალი)
  • ცხოვრების დონის მაჩვენებლები (შინამეურნეობების შემოსავლები და ხარჯები), (2023 წელი)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები