მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი

მომავალ კვირას მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ისევ ამერიკის შეერთებული შტატები იქნება, რადგან პრეზიდენტი ტრამპი მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებთან დაკავშირებით კომენტარებს გააკეთებს და ცნობილი გახდება, თუ ვინ იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც ქვეყანას მომდევნო წლების განმავლობაში გაუძღვებიან.

გარდა ამისა, მომავალ კვირას შევიტყობთ, თუ როგორი ვითარებაა ქვეყანაში ინფლაციასთან, უმუშევრობასთან და უძრავი ქონების სექტორთან დაკავშირებით.

ასევე, მომავალ კვირას საინტერესო სიახლეები იქნება გაერთიანებული სამეფოს მხრიდან, სადაც საგარეო ვაჭრობის, ადგილობრივი წარმოების და ინფლაციის უახლეს სტატისტიკა გამოქვეყნება. სავარაუდოდ, ქვეყანაში ინფლაცია 2%-მდე იქნება შემცირებული.

გარდა ამისა, მომავალ კვირას კვარტალურ შედეგებს წარმოადგენენ ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორებიც არიან: Nvidia, Walmart, Palo Alto, Copart და Trip.com.

რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:

  • ტრანსპორტის სტატისტიკის ძირითადი მაჩვენებლები (2024 წლის III კვარტალი)
  • სამუშაო ძალის მაჩვენებლები (დასაქმება და უმუშევრობა), (2024 წლის III კვარტალი)
  • საგარეო ვაჭრობა (2024 წლის ოქტომბერი)
  • ადგილობრივი ექსპორტი (2024 წლის ოქტომბერი)
  • სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2024 წლის ოქტომბერი)
  • მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე (2024 წლის ოქტომბერი)
  • მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსი (2024 წლის ოქტომბერი)
  • ექსპორტის ფასების ინდექსი (2024 წლის ოქტომბერი)
  • იმპორტის ფასების ინდექსი (2024 წლის ოქტომბერი)
  • ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2024 წლის ოქტომბერი)
  • სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2024 წლის ოქტომბერი)
  • ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2024 წლის ოქტომბერი)
  • მწარმოებელთა ფასების ინდექსი დროებითი განთავსების საშუალებებით და საკვების უზრუნველყოფით მომსახურებაზე (2024 წლის ოქტომბერი)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები