მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი

მომავალ კვირას ინვესტორთა ყურადღების ცენტრში პლანეტის უმსხვილესი კომპანიები იქნებიან. მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური გიგანტების მიერ წარმოდგენილი შედეგები იქნება. მიმდინარე წლის მესამე კვარტლის ფინანსურ მაჩვენებლებს შემდეგი კომპანიები გაგვაცნობენ: Palantir, AMD, Shopify, Uber, Spotify, Qualcomm, Arm და Airbnb.

ტექნოლოგიური გიგანტების პარალელურად, ყურადღებას მიიქცევენ სხვა მსხვილი კომპანიებიც, მათ შორის: McDonald's, Ferrari, Pfizer და Vertex.

გარდა ამისა, მომავალ კვირას აშშ-ის ეკონომიკური ზრდის და ინფლაციის განახლებულ სტატისტიკას გავეცნობით. ანალიტიკოსების პროგნოზით, ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 3%-ის ფარგლებში იქნება.

საინტერესო მონაცემებს გავეცნობით ჩინეთის მხრიდანაც, სადაც ინდუსტრიული წარმოების, სამომხმარებლო ფასების და უძრავი ქონების ინდექსების განახლებაა დაგეგმილი.

რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:

  • სამომხმარებლო ფასების ინდექსი (2025 წლის ოქტომბერი)
  • სამართლებრივი სფეროს მაჩვენებლები, დანაშაულების სტატისტიკა (2025 წლის I-III კვარტალი)
  • მშენებლობის ღირებულების ინდექსი (2025 წლის სექტემბერი)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები