მომავალ კვირას მსოფლიოს ყურადღების ცენტრში აშშ-ის მთავრობა იქნება, რომელმაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან, ირანთან, ვენესუელასთან და გრენლანდიასთან დაკავშირებით სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მსოფლიოს მასშტაბით გეოპოლიტიკური ვითარების გაუარესების პარალელურად, ექსპერტები ფიქრობენ, რომ 2026 წლის იანვარი პოლიტიკურად ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული იქნება.
ამასთან, მომდევნო დღეების განმავლობაში აშშ-ის ინფლაციის, უმუშევრობის, ვაჭრობისა და უძრავი ქონების სექტორის უახლეს მონაცემებს გავეცნობით, რომელსაც ინვესტორები ყურადღებით აკვირდებიან.
გარდა ამისა, მომავალ კვირას უახლეს სტატისტიკურ მონაცემებს ჩინეთის ხელისუფლებაც წარმოადგენს, რომელმაც უძრავ ქონებასთან, ინდუსტრიულ წარმოებასთან და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდასთან დაკავშირებით უახლესი სტატისტიკა უნდა გაგვაცნოს.
რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:
- საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემები (2025 წლის წინასწარი)
- ბრუნვის მოცულობის ინდექსი (2025 წლის ნოემბერი)
- საარსებო მინიმუმი (2025 წლის XII თვე)
- ენერგეტიკის გარემოსდაცვითი მაჩვენებლები (2024 წელი)

























