მომავალ კვირას ინვესტორთა ყურადღების ცენტრში მსხვილი კომპანიები იქნებიან. მათ შორის, წინა კვარტლის ფინანსურ მაჩვენებლებს შემდეგი კომპანიები გაგვაცნობენ: Toyota, Honda, Alibaba, Sony, Cisco, Brookfield, Applied Materials, Nu Holdings, JD.com, Constellation Energy და On Holding.
ტრადიციულად, მომდევნო დღეების მთავარი მოვლენა აშშ-ისრაელი-ირანის სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესი იქნება. ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით ვითარება ჯერაც გაურკვეველია, რაც ინვესტორებისთვის მთავარ გეოპოლიტიკურ რისკს წარმოადგენს.
გარდა ამისა, მომავალ კვირას ინვესტორებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება აშშ-ის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოდგენილი უახლესი მონაცემები ინფლაციასთან დაკავშირებით, რადგან არსებობს სერიოზული რისკი იმისა, რომ ნავთობის გაძვირების ფონზე, სამომხმარებლო ფასების ინდექსი მოსალოდნელზე მეტად გაიზარდოს, რაც FED-ს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისკენ უბიძგებს.
ამასთან, ინფლაციურ სტატისტიკას გაასაჯაროებს ჩინეთის ეროვნული ბანკიც, რომელთან მიმართებითაც ასევე ნეგატიური მოლოდინებია.
რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:
- სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი (2026 წლის აპრილი)
- გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა (2026 წლის I კვარტალი)
- სამუშაო ძალის მაჩვენებლები (დასაქმება და უმუშევრობა), (2025 წელი)
- საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემები (2026 წლის აპრილი)
- ბრუნვის მოცულობის ინდექსი (2026 წლის მარტი)


























