მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი

მომავალ კვირას ინვესტორთა ყურადღების ცენტრში ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Google იქნება, რომელიც I/O 2026-ზე ახალ AI-მოდელებს, ხელსაწყოებს, აგენტებსა და პროდუქტებს წარმოადგენს. გარდა ამისა, მოსალოდნელია Android-ის ახალი ვერსიის ოფიციალური წარდგენა და Gemini-ის ფუნდამენტური განახლება.

საფონდო ბირჟის შემთხვევაში, უდავოდ, ყველაზე საინტერესო NVIDIA-ს კვარტალური შედეგების გაცნობა იქნება, რომელზედაც მთელი AI-ინდუსტრიის ბედ-იღბალია დამოკიდებული. ანალიტიკოსების შეფასებით, ჯენსენ ჰუანგის კომპანიას რეკორდული მოგება და შემოსავლები ექნება, რომელსაც დაწვრილებით 20 მიასს გავეცნობით.

გარდა ამისა, წინა კვარტლის ფინანსურ მაჩვენებლებს შემდეგი მსხვილი კომპანიები გაგვაცნობენ: Walmart, Home Depot, Lowe’s, Target, Baidu, Intuit, Mitsubishi UFJ, Deere, NetEase, MINISO და Analog Devices.

გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ყურადღების ცენტრში ისევ აშშ-ირანის მოლაპარაკების პროცესი იქნება, რომელზედაც კონფლიქტის საბოლოოდ დასრულება და ჰორმუზის სრუტის გახსნაა დამოკიდებული.

რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:

  • საგარეო ვაჭრობა (2026 წლის აპრილი)
  • ადგილობრივი ექსპორტი (2026 წლის აპრილი)
  • სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2026 წლის აპრილი)
  • ექსპორტის ფასების ინდექსი (2026 წლის აპრილი)
  • სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2026 წლის აპრილი)
  • სამუშაო ძალის მაჩვენებლები (დასაქმება და უმუშევრობა), (2026 წლის I კვარტალი)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები