მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი

მომავალ კვირას ინვესტორთა ყურადღების ცენტრში აშშ-ირანის მოლაპარაკების პროცესი და ჰორმუზის სრუტის გახსნის საკითხი იქნება, რადგან, როგორც ცნობილია, უახლოეს მომავალში მხარეები ან შეთანხმებას გააფორმებენ, ან კონფლიქტი ისევ აღდგება, რაც ბაზრისთვის ყველაზე დიდ რისკს წარმოადგენს.

აგრეთვე, აშშ-ის სტატისტიკის სამსახურმა ინფლაციასთან, მწარმოებელთა ინდექსთან და ადგილობრივ მოხმარებასთან დაკავშირებით უახლესი მონაცემები უნდა წარმოადგინოს, რომელსაც მაკრო-ინვესტორები განსაკუთრებით აკვირდებიან.

გარდა ამისა, წინა კვარტლის ფინანსურ მაჩვენებლებს შემდეგი მსხვილი კომპანიები გაგვაცნობენ: Costco, Dell, Synopsys, Snowflake, PDD Holdings, AutoZone, Zscaler, Salesforce, Marvell Tech და Ferrovial.

ასევე, Boston Tech Week-ზე რობოტიკისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მოღვაწე სტარტაპებმა უახლესი ტექნოლოგიები და ინოვაციები უნდა წარმოადგინონ.

რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:

  • ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკა (2026 წლის I კვარტალი)
  • ყოველთვიური ენერგეტიკული სტატისტიკის მაჩვენებლები (2026 წლის მარტი)
  • სისხლის სამართლის სტატისტიკის მაჩვენებლები (2026 წლის აპრილი)
  • საწარმოთა ინოვაციური აქტივობის გამოკვლევის შედეგები (2025 წელი)
  • ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარი შეფასება ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლები (2026 წლის აპრილი)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები