მომავალ კვირას ინვესტორთა ყურადღების ცენტრში ევროკავშირი იქნება, რომელმაც ინფლაციასთან, უმუშევრობასთან და საწარმოო ფასებთან დაკავშირებით უახლესი მონაცემები უნდა წარმოადგინოს. ანალიტიკოსების პროგნოზით, ევროზონის მასშტაბით ინფლაცია 3.2%-ის ფარგლებში იქნება, თუმცა არსებობს უფრო მაღალი მაჩვენებლის დაფიქსირების რისკიც.
ასევე, მომდევნო დღეებში მოსალოდნელია აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმების პირობების დეტალების გასაჯაროება, განსაკუთრებით ირანის აღდგენის ფონდთან დაკავშირებით.
ასევე, უოლ-სტრიტის წამყვანი ბანკების და ანალიტიკოსების მხრიდან მოსალოდნელია კომპანიების ზრდის პროგნოზების განახლება, რაც აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმებასათან არის დაკავშირებული.
კორპორაციულ ნაწილში მომავალი კვირა საკმაოდ მდორე იქნება, რადგან მსხვილი კომპანიებიდან ფინანსური შედეგების გასაჯაროებას მხოლოდ Nike აპირებს, რომელთან მიმართებით ინვესტორებს პოზიტიური მოლოდინები ნამდვილად არ აქვთ.
რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:
- ეროვნული შემოსავალი და ეროვნული ანგარიშების სხვა აგრეგატული მაჩვენებლები (2026 წლის I კვარტალი, წინასწარი)
- ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარი შეფასება, ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლები (2026 წლის მაისი)
- სამომხმარებლო ფასების ინდექსი (2026 წლის ივნისი)
- სისხლის სამართლის სტატისტიკის მაჩვენებლები (2026 წლის მაისი)

























