მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი

მომავალ კვირას ინვესტორთა ყურადღების ცენტრში აშშ-ის ფედერალური რეზერვის საბჭოს წევრები იქნებიან, რომლებმაც სამომავლო მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით თავიანთი ხედვები უნდა გააზიარონ. მართალია, კევინ უორშის მხრიდან კონკრეტულ განცხადებებს არავინ მოელის, თუმცა FED-ის სხვა წევრები საჯაროდ კომენტარების გაკეთებისას მეტად გახსნილები არიან.

ასევე აქტუალურად რჩება აშშ-ირანის მოალაპარაკების საკითხი, რადგან საბოლოო შეთანხმებასთან დაკავშირებით ჯერაც ბევრი რამ გაურკვეველია.

რაც შეეხება ჩინეთს, ქვეყნის სტატისტიკის სამსახური ინფლაციასთან დაკავშირებით უახლესი მონაცემების წარმოდგენას აპირებს, რომელიც სავარაუდოდ 1.3%-ის ფარგლებში იქნება.

გარდა ამისა, წინა კვარტლის ფინანსურ მაჩვენებლებს შემდეგი მსხვილი კომპანიები გაგვაცნობენ: Pepsico, Delta Air Lines, Levi Strauss, PriceSmart და AZZ Inc.

რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:

  • მშენებლობის ღირებულების ინდექსი (2026 წლის მაისი)
  • სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი (2026 წლის ივნისი)
  • საქართველოს საგარეო ვაჭრობა, 2025

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები