მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი

მომავალ კვირას ინვესტორთა ყურადღების ცენტრში უმსხვილესი საბანკო-საფინანსო კომპანიები იქნებიან, მათ შორის კვარტალურ შედეგებს წარმოადგენენ: JPMorgan Chase, Bank of America, Goldman Sachs, BlackRock და Morgan Stanley.

გარდა ამისა, უახლეს ფინანსურ ანგარიშგებას წარმოადგენს $2.2-ტრილიონიანი ტაივანური გიგანტი – TSMC, რომლის შედეგებზე მთელი ნახევარგამტარების და AI-ინდუსტრია არის დამოკიდებული.

ასევე, არ უნდა გამოგვრჩეს სხვა სექტორების წარმომადგენელი მსხვილი კომპანიები, მათ შორის: ASML, Johnson & Johnson, UnitedHealth, Netflix, Ericsson და GE Aerospace.

რაც შეეხება მაკროეკონომიკურ სტატისტიკას, აშშ-ის მთავრობა ინფლაციასთან, უძრავ ქონებასთან და უმუშევრობასთან დაკავშირებით უახლეს მონაცემებს წარმოადგენს. ამასთან, FED-ის თავმჯდომარე, კევინ უორში საჯარო მიმართვასაც გააკეთებს.

აგრეთვე, მომავალ კვირას გავეცნობით ჩინეთის მშპ-ის ზრდის, ინფლაციის, ვაჭრობისა და წარმოების უახლეს მონაცემებს.

რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:

  • საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემები (2026 წლის ივნისი)
  • ბრუნვის მოცულობის ინდექსი (2026 წლის მაისი)
  • მონეტარული სისტემის, ფინანსური ბაზრის და ფისკალური სტატისტიკის მაჩვენებლები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები