მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი

მომავალ კვირას ინვესტორთა ყურადღების ცენტრში გეოპოლიტიკა იქნება, რადგან ამერიკის შეერთებული შტატები ორ უმნიშვნელოვანეს სამიტს უმასპინძლებს. პირველ რიგში, მომდევნო დღეებში ვაშინგტონში გაიმართება ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის ოფიციალური ვიზიტი, რომელიც საპატიო დელეგაციასთან ერთად, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს და ხაზინის ხელმძღვანელ სკოტ ბესენტს შეხვდება.

როგორც ცნობილია, უმაღლესი პროფილის პოლიტიკური შეხვედრის მიზანი აშშ-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობების დარეგულირება, ახალი შეთანხმების გაფორმება და ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა იქნება. ასევე მოსალოდნელია ხელოვნური ინტელექტის განვითარების ტემპთან დაკავშირებით მხარეებს შორის დისკუსიის გამართვა, თუმცა ამ მიმართულებით ანალიტიკოსები თანამშრომლობას არ მოელიან.

ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ტრამპის ერთ-ერთი მოთხოვნა რუსული ნავთობის შესყიდვასთან იქნება დაკავშირებული, რომელიც დღემდე მწვავე საკითხად რჩება, რადგან რუსეთს ომის გაგრძელების საშუალებას სწორედ ჩინეთიდან შესული კაპიტალი აძლევს.

გარდა ამისა, მომდევნო დღეებში დაგეგმილია გაეროს სამიტი, რომელიც ნიუ-იორკში გაიმართება და მას მსოფლიო ლიდერების დაესწრებიან. ამ სამიტის მთავარი ფოკუსი ახლო აღმოსავლეთის რეგიონი იქნება და როგორც ცნობილია, ტრამპი პირად შეხვედრებს გამართავს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ლიდერებთან.

ანალიტიკოსების პროგნოზით, ტრამპმა, შესაძლოა, გაეროს სამიტის ფარგლებში ირანთან ომის დასრულების გეგმა და მოთხოვნები წარმოადგინოს.

სტატისტიკური თვალსაზრისით, მომავალ კვირას მნიშვნელოვანი მხოლოდ აშშ-ის დასაქმების და რიტეილ სექტორის ბრუნვის სტატისტიკა იქნება. ასევე, ინვესტორები აქტიურად დააკვირდებიან ენერგეტიკულ ბაზარს - განსაკუთრებით გაეროს სამიტის ფონზე.

ცხადია, არ უნდა გამოგვრჩეს კორპორაციული სექტორიც, რადგან მსხვილი კომპანიები თავიანთი კვარტალური შედეგების გამოქვეყნებას გეგმავენ, მათ შორის იქნებიან: Costco, BlackBerry, Darden, Cintas, General Mills, AutoZone, Abivax და Thor Industries.

რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:

  • საგარეო ვაჭრობა (2026 წლის აგვისტო)
  • ადგილობრივი ექსპორტი (2026 წლის აგვისტო)
  • სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2026 წლის აგვისტო)
  • სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2026 წლის აგვისტო)
  • მრეწველობის პროდუქციის ინდექსი (2026 წლის II კვარტალი)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები