მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი

მომავალი კვირა განსაკუთრებით დატვირთული იქნება სტატისტიკური მიმართულებით, რადგან აშშ-ის მთავრობამ ეკონომიკურ ზრდასთან, ინფლაციასთან, საწარმოო ინდექსთან და უმუშევრობასთან დაკავშირებით უახლესი მონაცემები უნდა წარმოადგინოს.

თუ ახალ სტატისტიკაში გამოჩნდება, რომ ეკონომიკა სიძლიერეს ინარჩუნებს, თუმცა ინფლაცია იზრდება, ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებს მომდევნო შეხვედრაზე FED-ის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ნარატივს, რაც საფონდო ბირჟაზე ნეგატიურად აისახება.

გარდა ამისა, დატვირთული კვირა ელის ევროკავშირსაც, სადაც წამყვანმა სახელმწიფოებმა ინფლაციის და ვაჭრობის განახლებული სტატისტიკა უნდა წარმოადგინონ.

ინვესტორები აგრეთვე ყურადღებით დააკვირდებიან აშშ-ირანის მოლაპარაკების საკითხს, რომელიც ბოლო პერიოდში ჩიხში შევიდა. ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ინფლაციური ზეწოლა პრეზიდენტ ტრამპს კომპრომისზე წასვლას და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დასრულებას აიძულებს, თუმცა ამ მიმართულებით პროგნოზების გაკეთება საკმაოდ რთულია.

ცხადია, არ უნდა გამოგვრჩეს კორპორაციული სექტორიც, რადგან მსხვილი კომპანიები თავიანთი კვარტალური შედეგების გამოქვეყნებას გეგმავენ, მათ შორის იქნებიან: Micron, Accenture, Nike, Carnival, CarMax, Jabil, FactSet და VinFast Auto.

რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:

  • ენერგეტიკული სტატისტიკის მაჩვენებლები (2026 წლის ივლისი)
  • მთლიანი შიდა პროდუქტი დანახარჯების და შემოსავლების მიხედვით (2026 წლის II კვარტალი, წინასწარი)
  • ეროვნული შემოსავალი და ეროვნული ანგარიშების სხვა აგრეგატული მაჩვენებლები (2026 წლის II კვარტალი, წინასწარი)
  • ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარი შეფასება, ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლები (2026 წლის აგვისტო)
  • პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (2026 წლის II კვარტალი, წინასწარი)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები