მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი

მომავალ კვირას ინვესტორთა ყურადღების ცენტრში უმსხვილესი კომპანიები იქნებიან, რადგან კვარტალური შედეგების ახალი სეზონი ოფიციალურად იწყება.

ტრადიციულად, მიმდინარე წლის მესამე კვარტლის ფინანსურ შედეგებს პირველები საბანკო-საფინანსო გიგანტები წარმოადგენენ, მათ შორის იქნებიან: JPMorgan Chase, Bank of America, Morgan Stanley, Goldman Sachs, Citigroup, Wells Fargo, HDFC და BlackRock.

უმსხვილესი კომპანია, რომელიც მომდევნო დღეებში ფინანსურ შედეგებს გაგვაცნობს, ტაივანური TSMC იქნება, რომელსაც მოჰყვება ASML და UnitedHealth Group-ი.

კვარტალური შედეგების სეზონის გახსნასთან ერთად, მომავალ კვირას გავეცნობით აშშ-ის ინფლაციურ სტატისტიკას, რომელზედაც FED-ის მომდევნო გადაწყვეტილება იქნება დამოკიდებული. ანალიტიკოსების მოლოდინით, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 3.6%-ის ფარგლებში იქნება, ხოლო საბაზისო CPI დაახლოებით 2.4%-ის ფარგლებშია პროგნოზირებული.

მომავალი კვირა დაძაბული იქნება გეოპოლიტიკური მიმართულებითაც, რადგან, როგორც ცნობილია, პრეზიდენტი ტრამპი ირანის წინააღმდეგ სამხედრო შეტევების განახლების პერსპექტივას განიხილავს, რაც ამჟამად ბაზრისათვის უმთავრეს რისკფაქტორს წარმოადგენს.

რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:

  • საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემები (2026 წლის სექტემბერი)
  • ბრუნვის მოცულობის ინდექსი (2026 წლის აგვისტო)
  • საფინანსო საქმიანობით დაკავებული საწარმოების სტატისტიკური გამოკვლევის შედეგები (2025 წელი)
  • მეცხოველეობის და მემცენარეობის პროდუქტებისთვის ფიზიკური ნაკადების ანგარიშები (2025 წელი)
  • ქალისა და კაცის სახელფასო სხვაობა (2025 წელი)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები