მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი

მომავალი კვირა გამორჩეულად დატვირთული იქნება უმსხვილესი კომპანიების ფინანსური შედეგების გასაჯაროების მიმართულებით. კერძოდ, თავიანთ შედეგებს გაგვაცნობენ ტექნოლოგიური გიგანტები: Google, Microsoft, Amazon, Intel, Visa, Mastercard, GE Vernova და Seagate.

გარდა ამისა, მომდევნო დღეებში ვიხილავთ ენერგეტიკული კომპანიების, სამომხმარებლო ინდუსტრიის გიგანტების და სამედიცინო კომპანიების შედეგებს, კერძოდ: Coca-Cola, ExxonMobil, Chevron, BP, Eli Lilly, Merck, AbbVie, AstraZeneca, Novartis, Boeing, Verizon და Sanofi.

განსაკუთრებით დატვირთული კვირა გველის მონეტარული პოლიტიკის მიმართულებითაც, რადგან აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა 28 ოქტომბერს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ანალიტიკოსების პროგნოზით, FED-ის კომიტეტი ამჯერად რეფინანსირების განაკვეთს უცვლელად დატოვებს.

მომდევნო დღეს საკუთარ გადაწყვეტილებას გაგვაცნობს ევროპის ცენტრალური ბანკიც. FED-ის მსგავსაც, ECB-ის მხრიდანაც ცვლილება ამჯერად არ არის მოსალოდნელი.

გარდა ამისა, მომავალ კვირას გავეცნობით იაპონიის, კანადის და ჩინეთის ცენტრალური ბანკების გადაწყვეტილებებსაც.

რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემდეგ მონაცემებს გაასაჯაროებს:

  • ენერგეტიკული სტატისტიკის მაჩვენებლები (2026 წლის აგვისტო)
  • ინფორმაცია ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების შესახებ (2026 წლის I-III კვარტალი)
  • ინფორმაცია მშენებლობებზე გაცემული ნებართვების შესახებ (2026 წლის I-III კვარტალი)
  • უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკა (2026 წლის III კვარტალი)
  • სამუშაო ძალაზე გაწეული დანახარჯები (2025 წელი)
  • საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები